2012.07.09

ივანიშვილმა ქვემო ქართლში “ქართული ოცნების” მაჟორიტარები წარადგინა

ბიძინა ივანიშვილი,

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 9 ივლისს წალკაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე  ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

თეთრიწყაროს რაიონში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარად მამუკა აბულაძე დაასახელეს, წალკაში - აიკ მელტოიანი, გარდაბანში - მამუკა არეშიძე, ბოლნისში - დარეჯან ჩხეტიანი, რუსთავში - ზვიად ძიძიგური, ხოლო დმანისში - პაატა ხიზანიშვილი.


დღეიდან წალკაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისიც ამოქმედდა.  პრეზენტაციას კოალიციის ლიდერი  ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მან მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.