”გლობალ ტვ”-ის 60-ათასამდე ანტენა დაუყადაღეს
”გლობალ ტვ”-ის დირექტორის ზურაბ ბაზლიძის განმარტებით, ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით დაყადაღებულია ”გლობალ ტვ”-ის 60- ათასამდე ანტენა.
ანტენები დაყადაღებულია - ურეკში გასართობ პარკ ”ციცინათელას” ტერიტორიაზე, ლანჩხუთში, სენაკში, სამტრედიაში, თბილისსა და თელავში. ზურაბ ბაზლიძის თქმით, სამართალდამცავებმა დაყადაღებული ტექნიკის ნაწილი საცავებს გარეთ გამოიტანეს, ნაწილი კი ადგილზე დატოვეს.
”გლობლ ტვ”-ის დირეტქორისვე თქმით, ისინი მომხდარს სასამართლოში გაასაჩივრებენ, სარჩელის შეტანა საქალაქო სასამართლოში დღეს 3 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარი