სამართალი

ოქრუაშვილის ექსტრადირების საკითხის მოწოდება პარლამენტში

24 ივნისი, 2011 • • 1072
ოქრუაშვილის ექსტრადირების საკითხის მოწოდება პარლამენტში

პარლამენტარმა გურამ ჩახვაძემ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით დღეს, 24 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელისუფლებას მოუწოდა, მიმართოს საფრანგეთის ხელისუფლებას  ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე.

პოლიტიკოსის თქმით, ”ქართული პარტიის” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა თავი დააყენა კონსტიტუციის მიღმა, იმიტომ, რომ ”კონსტიტუციით ხელისუფლების წყარო და ხელისუფლებაში მოსვლის გზა არის არჩევნები, ხალხი და მან ფაქტიურად თავისი პოლიტიკური დაჯგუფება ხალხის მიღმა დააყენა. იმიტომ, რომ მან ხელისუფლებაში მოსვლა გადაწყვიტა ძალადობრივი გზით, შეიარაღებული გზით და რაც ყველაზე აღმაშფიოთებელია, ჩვენი მტერი სახელმწიფოს დახმარებით.”

გურამ ჩახვაძის აზრით, შსს-ს მიერ 23 ივნისს გავრცელებულმა ვიდეომასალამ და განცხადებებმა წარმოშვა ახალი გარემოებები, რომელთა შედეგადაც ოქრუაშვილის საქმე  გასცდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს და ახლა აუცილებლად უნდა დადგეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც.

” ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით , არ შემოიფარგლოს მხოლოდ ამ დაჯგუფების რიგითი წევრების დაკავებით და ბატონი ოქრუაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. ამისთვის საჭირო არის, წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, რისთვისაც, სულ მცირე, საჭიროა იმყოფებოდეს აქ და ამისთვის საჭირო არის ახალი გარემოებების გათვალისწიენბით ქართულმა სახელმწიფომ მიმართოს საფრანგეთის ხელისუფლებას, რათა ოქრუაშვილი გადმოეცეს ქართულ მხარეს, ”- თქვა გურამ ჩახვაძემ.

 

ამავე თემაზე:

ქართული პარტია შსს–ს ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს

სოზარ სუბარი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა

შსს: ”დაკავებულია ”ქართულ პარტიასთან” დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფება”

შსს-ს გამოხმაურება “ქართული პარტიის” განცხადებაზე

სუბარი: „ქართულ პარტიის“ წევრი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი