ახალი ამბები

IDFI: საჯარო დაწესებულებებს 2-ჯერ მეტი კაცი ხელმძღვანელობს, ვიდრე ქალი

16 სექტემბერი, 2015 • • 1911
IDFI: საჯარო დაწესებულებებს 2-ჯერ მეტი კაცი ხელმძღვანელობს, ვიდრე ქალი

IDFI-ს ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული 773 საჯარო მოსამსახურიდან 300 ქალია, ხოლო 473 მამაკაცი, სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ 1 440 საჯარო მოსამსახურეს შორის ქალები წარმოდგენილნი არიან 571-ით, ხოლო მამაკაცები 869-ით. 348 საჯარო მოსამსახურეა დასაქმებული დამოუკიდებელი სსიპების ხელმძღვანელ პოზიციებზე, რომელთაგან 127 ქალია და 221 მამაკაცი.

 

IDFI აცხადებს, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციფიკურ ძალოვან სტრუქტურებს, დასაქმებულ მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა თითქმის თანაბარია. აქვე უნდა ითქვას, რომ IDFI-ის მიერ 1 წლის წინ „საჯარო მოსამსახურეთა სტატისტიკის გენდერულ ჭრილში“ ჩატარებული კვლევის მონაცემების ცვლილება მკვეთრად არ მომხდარა.

 

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულების გენდერული სტატისტიკა
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულების გენდერული სტატისტიკა

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულების გენდერული სტატისტიკა
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულების გენდერული სტატისტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი