ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს აცხადებს

15 სექტემბერი, 2015 • 1197
საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს აცხადებს

დავის საგანი იყო სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომლებიც არეგულირებს ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღმკვეთო ღონსიძიება – პატიმრობა.

 

მოსარჩელის შეფასებით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას.

 

თბილისის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბექა ბასილაია წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ეტაპზე ადვოკატი აცხადებდა: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება პირის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე 9  თვეზე მეტხანს პატიმრობაში ყოფნას. დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოს სასამართლოსა და სამართალდამცველებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა თვეზე მეტხანს ამყოფოს ციხეში. ეს არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი