ახალი ამბები

პოლიციამ მევენახეების მიერ გადაკეტილი გზა გახსნა [ფოტო]

14 სექტემბერი, 2015 • • 1526
პოლიციამ მევენახეების მიერ გადაკეტილი გზა გახსნა [ფოტო]

ადგილობრივი ჟურნალისტის, ზვიად რუაძის ცნობით, დაკავებულია ორი ადამიანი, ასევე, პოლიციამ დააკავა ის პიროვნებაც, რომელიც დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

ღვინიაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს გურჯაანის გამგეობასთან მართავდნენ საპროტესტო აქციას ადგილობრივ მევენახეებთან ერთად. ფერმერები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ გაზარდოს ყურძნის ჩაბარების ფასი და ამ მოთხოვნით რამდენიმე დღეა მართავენ აქციებს.

დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კახეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს პროვოკაციის მოწყობას და მან დაავალა შს მინისტრს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ადგილზე სიტუაცია და “პროვოკატორები მოაშოროს”.

ამის შემდეგ აქციაზე მყოფ გიორგი ღვინიაშვილს ერთ-ერთმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო პოლიციამ აქციის მონაწილეებისგან გზის გაწმენდა დაიწყო.

ზვიად რუაძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის წევრებმა აქციის დაშლამდე მეთაურისგან ბრძანება მიიღეს, რომ ვიდეოთვალი, რომელიც მათ დამაგრებული აქვთ სამკერდე ნიშნებთან, გაეთიშათ.

თელავი-თბილისის მაგისტრალი პოლიციამ ძალის გამოყენებით გაათავისუფლა აქციის მონაწილეებისგან, ფოტო: ზვიად რუაძე, 14.09.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი