ახალი ამბები

მევენახეებისა და ნაციონალური მოძრაობის აქცია გურჯაანში

14 სექტემბერი, 2015 • • 1290
მევენახეებისა და ნაციონალური მოძრაობის აქცია გურჯაანში

ადგილობრივი ჟურნალისტის ზვიად რუაძის ცნობით, ხელისუფლებასთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ აქციის მონაწილეებმა თბილისი-თელავის ცენტრალური გზის გადაკეტვა დაიწყეს. თუმცა მანადე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ადგილობირი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

მევენახეების აქცია გურჯაანში, 14.09.2015, ფოტო: ზვიად რუაძე
მევენახეების აქცია გურჯაანში, 14.09.2015, ფოტო: ზვიად რუაძე

 

აქციის მონაწილეების ნაწილს დღეს დილით შეხვდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, რომელმაც ფერმერებს განუცხადა, რომ ყურძნის ჩაბარების ფასი არ გაიზრდება სახელმწიფოს მიერ, მევენახეები კი სწორედ ფასის ზრდას ითხოვენ და ამ მოთხოვნით ბოლო რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ.

 

დღევანდელ აქციაში მონაწილეობს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ირაკლი შიოლაშვილის თქმით, ფერმერების აქციაში ნაციონალური მოძრაობის მომნაწილეობა მას პოლიტიკურ ელფერს აძლევს, რაც მიუღებელია. მისივე თქმით, ენმ-ის წარმომადგენლები გუშინდელის მერე ქტიურად იყვნენ ჩაბმულული  დღევანდელ აქციის ორგანიზებაში.  ღვინიაშვილის თქმით კი, დღეს, 12:00 საათისთვის იყო დაგეგმილი ფერმერების აქცია, თუმცა მანამდე ადგილზე მივიდა მხარის გუბერნატორი თავის აქტივისტებთან ერთად.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სახელმწიფო ჩაიბრებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს და თეთრი ყურძნის შემთხვევაში ფასი იქნება 60 თეთრი, შავი ყურძნის შემთხევაში (საფერავი) 85 თეთრი. ამასთან, თუკი კერძო კომპანიები ჩაიბარებენ ყურძენს, სახელმწიფო გაცემს სუბსიდიას ფერმერებზე – ეს გახლავთ 35 თეთრი თეთრი ყურძნის შემთხვევაში და 15 თეთრი შავი ყურძნის შემთხვევაში.

 

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე რქაწითელი, 2 320 ტონამდე საფერავი, 375 ტონამდე კახური მწვანე და 2 700 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.


მასალების გადაბეჭდვის წესი