ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივანი მიიღო

26 აგვისტო, 2015 • 966
საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივანი მიიღო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, არაოფიციალური ვახშმის დაწყების წინ გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს ავღანეთში ჩრდლოატლანტიკური ალიანსის ორი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

 

პრესამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა ნატოს დელეგაციასთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ავღანეთში, ნატოს მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.

 

როგორც პრეზიდენტის პრესამსახური იტყობინება, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „ბორდერიზაციის“ პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც ისაუბრეს.

 

გიორგი მარგველაშვილი ხვალ იენს სტოლტენბერგთან ერთად კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას დაესწრება.

 

საქართველოს პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრასაც გამართავენ, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანი, იანს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იანს სტოლტენბერგს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი