ახალი ამბები

ბარსელონა უეფას სუპერ თასის მფლობელია [ფოტო]

12 აგვისტო, 2015 • • 2640
ბარსელონა უეფას სუპერ თასის მფლობელია [ფოტო]

მატჩის დაიწყებდან რადენიმე წუთში სევილიას ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ საჯარიმო დარტყმით პირველი გოლი გაიტანა. რასაც ლიონელ მესის საპასუხო საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. ანგარიში გათანაბრდა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. საბოლოოდ, პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა – მესამე გოლი ბარსელონას ფეხბურთელმა, რაფინიამ გაიტანა. 

მატჩის მეორე ტაიმი დაძაბული აღმოჩნდა. 52-ე წუთზე ბარსელონამ ლუის სუარეზის გოლით გაიმტკიცა პოზიცია, თუმცა 57-ე და 72-ე წუთებზე სევილიას ფეხბურთელების გოლებმა სხვაობა მინიმუმდე შეამცირა. ძირითად დროში ბოლო გოლის გატანა კონოპლიანკამ მოახერხა, 81-ე წუთზე. ტაბლოზე ანგარიში 4:4 დაფიქსირდა და თამაშმა დამატებით დროში გადაინაცვლა. 

115-ე წუთზე, პედრო როდრიგესმა თამაშის ბედი გადაწყვიტა. 5:4 და კატალონიური კლუბი უეფას სუპერ თასის 2015 წლის გამარჯვებული გახდა. მატჩის გმირად არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი დასახელდა.

ბარსელონა სუპერ თასის მფლობელია. 11.08.2015. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

გოლი ბარსელონას კარში.11.08.15. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV

პედრომ 115-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. 11.08.15. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ბარსელონას ფეხბურთელები გატანილ გოლს აღნიშნავენ.11.08.15. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

დანი ალვესი ვიტოლოს წინააღმდეგ. 11.08.15. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV

სევილია არნიშნავს ბარსას კარში გატანილ გოლს.11.08.15. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV

მასალების გადაბეჭდვის წესი