ახალი ამბები

გიორგი კარბელაშვილის თქმით, პოლიციელებმა ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს

10 აგვისტო, 2015 • • 1364
გიორგი კარბელაშვილის თქმით, პოლიციელებმა ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს

კარბელაშვილის თქმით, მას პოლიციელებმა ფეხსაცმელი და მაისური გახადეს და მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც პოლიციიდან გამოვიდა. პარლამენტარის თქმით, 10 პოლიციელი ერთად ურტყამდა და შემდეგ გათიშეს.

 

ექიმებმა მას დაზიანებები ევრ აღმოუჩინა, მაშინ როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მას აქვს ფიზიკური დაზიანებები მიღებული, ამბობს კარბელაშვილი.

 

კარბელაშვილის გახსენებით, იქ მყოფმა თბილისის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს, გასცდნენ ნაჭარმაგევს და კიდევ 3 კილომეტრი იარეს, ამის შემდეგ იგი გორის გამყოფლებაში წაიყვანეს.

 

“ხაშურის პოლიციის მერე წამოყვანეს ცხინვალის მიმართულებით. უკვე დილის საათები იყო და გავუარეთ ნაჭარმაგევს. მაგათ იფიქრეს რომ კარბელაშვილს შევაშინებთო. ნაჭარმაგევის გზიდან კარგი 2-3 კილომეტრი იარეს. მე ხომ არ ვიცი სეირნობდნენ თუ რას აკეთებდნენ. შემდე ბოლო იყო გორი”, – ამბობს გიორგი კარბელაშვილი.

 

კარბელაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე პოლიციელმა მას ჩუმად უთხრა, რომ ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთით ხდებოდა. იგი აპირებს რომ პოლიციელების ქმდების გამო სასამართლოს მიმართოს.

 

გიორგი კარბელაშვილის თქმით, იგი ქვიშხეთში ომის დროს 2008 წლის 9 აგვისტოს გარდაცვლილი ოფიცრის ნათესვებთან ერთად მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავენდნენ.

 

გიორგი კარბელაშვილთან ერთად მყოფი პირი, რომელიც გარდაცვლილი ჯარისკაცის ნათესავია, ამჟამად დაკავებულია.

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გუშინ ღამით სოფელ ქვიშხეთში დააკავეს.

 

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, იმყოფებოდნენ თუ არა ქვიშხეთში თბილისის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და რატომ. ასევე, გიორგი კარბელაშვილის მონათხრობის მიხედვით, რატომ მიჰყავდათ იგი ცხინვალის მიმართულებით. უწყების პასუხს “ნეტგაზეთი” მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

გიორგი კარბელაშვილი
გიორგი კარბელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი