ახალი ამბები

26 ივლისს მომხდარი ავარიისას ავტომობილს EU-ს წარმომადგენლობის თანამშრომელი მართავდა

27 ივლისი, 2015 • • 1105
26 ივლისს მომხდარი ავარიისას ავტომობილს EU-ს წარმომადგენლობის თანამშრომელი მართავდა

წარმომადგენლობა აცხადებს, რომ იგი თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან და გამოძიების მიმდინარეობის გამო დამატებითი კომენტარის გაკეთებას ვერ შეძლებს.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და მისი თანამშრომლები უსამძიმრებენ იმ მოზარდის ოჯახს, რომლის სიცოცხლე ტრაგიკულმა შემთხვევამ შეიწირა და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო, ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

 

ავტოავარია მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელთან მოხდა, რომლის დროსაც არასრულწლოვანი დაიღუპა. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში გულისმხობს.

 

აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში კანონის მიხედვით გათვალისწინებული სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ევროპის კავშირის დროშა
ევროპის კავშირის დროშა

მასალების გადაბეჭდვის წესი