ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში შიშობენ, რომ “ღამის მგლები” ყარაბაღშიც ჩავლენ

27 ივლისი, 2015 • • 1211
აზერბაიჯანში შიშობენ, რომ “ღამის მგლები” ყარაბაღშიც ჩავლენ

haqqin.az-ის რედაქციამ საქმის კურსში ჩააყენა უკვე რუსეთში აზებაიჯანის საელჩო აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ღამის მგლების” შესაძლო ვიზიტის შესახებ”, – წერს გამოცემა haqqin.az.

 

გამოცემის ცნობითვე, “ღამის მგლები” სომხეთსა და მთიან-ყარაბაღში 31 ივლისს ჩადიან. 

 

თუმცა, როგორც haqqin.az წერს, რუსეთის ბაიკერთა კლუბის “ღამის მგლების” პრეს-მდივნმა, ანა კომაროვამ მათ განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და “სომხეთში არა “მგლები”, არამედ ჩვეულებრივი მოტოტურისტები ჩავლენ”.

 

“ბაიკერთა კლუბს “ღამის მგლებს” ალექსანდრ ზალდოსტანოვი, მეტსახელად “ქირურგი” ხელმძღვანელობს. “მგლებს” არაერთხელ შეხვედრია პირადად ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, ეს ორგანიზაცია კრემლის მიერ იმართება”, – წერს გამოცემა.


რუსული მოტოკლუბი
რუსული მოტოკლუბი ‘ღამის მგლები’ და მათ ლიდერი ალექსანდრე ზალდასტანოვი შავ–ნარინჯისფერი დროშებით წითელ მოედანზე. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   


მასალების გადაბეჭდვის წესი