ახალი ამბები

წითელუბნის მცხოვრები: გვითხრეს, ახლა მოსავალი აიღეთ და შემოდგომაზე ვეღარ შემოხვალთო

17 ივლისი, 2015 • 1465
წითელუბნის მცხოვრები: გვითხრეს, ახლა მოსავალი აიღეთ და შემოდგომაზე ვეღარ შემოხვალთო

საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსი სამხედრობის მიერ საზღვის აღმნიშვნელი აბრების ინსტალაციის შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიის მიღმა მოექცა.

 

წითელუბნის მცხოვრებმა მალხაზ ცეცხლაძემ “ნეტგაზეთს” სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ ცხინვალის წარმომადგენლებმა ეს ადგილობრივ მწყემსებს უთხრეს.

 

ცეცხლაძე ამბობს, რომ დღეს  ადგილობრივი მოსახლეობა უკვე გადის მოსავლის ასაღებად და ტერიტორიაზე შეჰყავთ ტექნიკა.   მისი თქმით, მოსახლეობასთან ერთად იმყოფება პოლიცია, რომელიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

 

თუმცა ცეცხლაძე ამბობს, რომ  წინა წლებში არ არსებობდა პოლიციის თანხლებით ნაკვეთების დამუშავების საჭიროება, რადგან იმ ტერიტორიის მიღმა, სადაც 10 ივლისს რუსმა სამხედროებმა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდებოდა და ნაკვეთებსაც ამუშავებდა, ასევე იყენებდა საძოვრად.

 

“ახლა საძოვრებიც აღარ გვექნება და ნაკვეთებს როგორ დავამუშავებთ მერე, რა იქნება, არ ვიცი”, – ამბობს ის.

ცეცხლაძე აბობს, რომ ტერიტორიაზე, რომელსაც აქამდე თავად იყენებდნენ, ახლა რუსი და ოსი სამხედროები გადაადგილდებიან ავტომანქანებით, ხოლო ქართული პოლიცია  მხოლოდ იმ ტერიტორიამდე მოძრაობს, სადაც ბანერები აღმართეს.

 

source: google map
source: google map

მასალების გადაბეჭდვის წესი