ეკონომიკა

მაისში საბანკო სექტორში არასაბანკო დეპოზიტები 174.9 მლნ ლარით შემცირდა

25 ივნისი, 2015 • • 1728
მაისში საბანკო სექტორში არასაბანკო დეპოზიტები 174.9 მლნ ლარით შემცირდა

მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა როგორც ვადიანი, ისე მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას, შესაბამისად, 83.4 მლნ ლარით (ანუ 1.1 პროცენტით) და 91.5 მლნ ლარით (1.8 პროცენტით).


დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  ივნისისათვის 34.14 პროცენტი შეადგინა – პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.40 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.42 პროცენტული პუნქტით მეტი).


ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე -7.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 4.9 პროცენტი.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.


საბანკო სექტორში 2015 წლის პირველი მაისისათვის 13.0 მლრდ ლარის დეპოზიტები იყო განთავსებული, 395.5 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით მეტი პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თუმცა ოპერაციების შედეგად (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე) ეს მაჩვენებელი ამ პერიოდში 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გაცვლითი კურსის ცვლილებამ მისი 2.2 პროცენტით ზრდა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი