ახალი ამბები

“უმანქანო თბილისი #1” – აქცია 28 ივნისს გაიმართება

23 ივნისი, 2015 • • 990
“უმანქანო თბილისი #1” – აქცია 28 ივნისს გაიმართება

აქციის იდეა არის შემდეგი: ყოველი თვის გარკვეულ რიცხვში დაწესდება ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის ველოსიპედებით სიარულის და მანქანებზე უარის თქმის დღე.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ წინასწარ გამოაცხადებენ ყოველი თვის გარკვეულ რიცხვს და ამ დღეს ყველამ უნდა დატოვოს მანქანა სახლში.

“აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მობილიზაციისა და ამ იდეის განხორციელებისთვის ეს დღე გარკვეული დროით ადრე გამოვაცხადოთ და ამით ამ იდეის შესახებ ხმის ხალხამდე მიღწევას უფრო მეტი დრო მივცეთ – შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ კამპანიაში”, – წერია ღონისძიების “ფეისბუქის” გვერდზე.

აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ამ გზით დაინერგება ახალი კულტურული ტიპის წესი და თბილისში მანქანებით გადატვირთული მოძრაობა აღარ იქნება.

უმანქანო თბილისი
უმანქანო თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი