ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ვარდნილი ჰესების აღდგენით რუსული კომპანიაა დაინტერესებული

23 ივნისი, 2015 • • 1261
აფხაზეთში ვარდნილი ჰესების აღდგენით რუსული კომპანიაა დაინტერესებული

კერძოდ, ამ საკითხზე აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი, არტურ მიქვაბია რუსული კომპანიის “რუსჰიდროს” წარმომადგენელს შეხვდა. 

 

“ჩვენ ჩვენი ურთიერთმოქმედების ძირითადი პრინციპები განვიხილეთ. მე კიდევ ერთხელ დავაყენე საკითხი, რომ ჰესების აღდგენაში ჩვენი წილობრივი მონაწილეობა აუცილებელი იქნება, რაზეც “რუსჰიდროს” წარმომადგენელი დათანხმდა”, – განუცხადა მედიის წარმომადგენელბს მიქვაბიამ.

 

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთი საჭირო ელექტროენერგიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 


არტურ მიქვაბია; ფოტო: sputnik
არტურ მიქვაბია; ფოტო: sputnik


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



 

მასალების გადაბეჭდვის წესი