ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი აზერბაიჯანში არ შეუშვეს

22 ივნისი, 2015 • • 1133
არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი აზერბაიჯანში არ შეუშვეს

როგორც დემეტრე თეთრუაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ის აზერბაიჯანიდან საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდა, თუმცა გუშინ მესაზღვრეებმა უკან აღარ შეუშვეს. თეთრუაშვილი ამბობს, რომ მიზეზი მისთვისაც უცნობია. 

 

“ოფიციალური სტრუქტურებისგან ველოდები პასუხს, თუ რატომ მოხდა ასე. საზღვარზე ჩემთვის არაფერი აუხსნიათ”, – ამბობს არქიმანდრიტი. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ამბობენ, რომ აზერბაიჯანიდან ოფიციალურ პასუხს თავადაც ელოდებიან, რომელსაც შემდეგ გაავრცელებენ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი