ახალი ამბები

ნარმანია: ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკის ადმინისტრაციას ჰქონდა

17 ივნისი, 2015 • • 1003
ნარმანია: ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკის ადმინისტრაციას ჰქონდა

დღეს, 17 ივნისს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვი მამაკაცს თავს დაესხა და მოკლა. ვეფხვი, რომელიც ადამიანს თავს დაესხა, ლიკვიდირებულია. 


საქმე ის არის, რომ გუშინ, 16 ივნისს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

 

“ვაზუსტებთ ყველაფერს, გვაცალეთ მუშაობა. როდესაც დღეს დილით გადავთვალეთ, აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა. არ ვიცოდით, თუ ცოცხალი იყო. გვეგონა, ლაფში იყო ჩაფლული”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი