ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურჰესის რემონტის საკითხზე ქართული და აფხაზური მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ

13 ივნისი, 2015 • • 952
ენგურჰესის რემონტის საკითხზე ქართული და აფხაზური მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ

მხარეებმა 2016-2017 წლებში ენგურჰესის სამომავლო რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს.

 

“ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიღება შეუძლებელია, ისევე, როგორც პირიქით. ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცის, რომ ობიექტი გაყოფილია. ნაწილი აფხაზეთის და ნაწილი ქართულ მხარეს მდებარეობს. ასეთ ვითარებაში ურთიერთობა აუცილებელია”, – განაცხადა ბასარიამ 12 ივნისს სოხუმში გამრთულ ბრიფინგზე.

 

მისივე თქმით. ექსპლუატაციის შემდეგ წყლის მიმწოდებელი არხი არ გარემონტებულა და ამ მხრივ, უკვე მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები. 

 

როგორც ბასარია ამბობს, ვარდნილი ჰესის რემონტი ქართული მხარის დაფინანსებით მიმდინარეობს და წინასწარი გათვლებით უკვე მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 

 

მისივე ინფორმაციით, სარემოტო სამუშაოების განხორციელებაში ძირითადად გალისა და ტყვარჩელის რაიონების მცხოვრებლები არიან ჩართული. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი