ეკონომიკა

აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი 37%-ია

13 ივნისი, 2015 • • 1198
აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი 37%-ია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში ძირითადად ექსპორტირებულია თხილი, სპირტიანი სასმელები, ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები, გადამუშავებული თხილი, ხილ-ბოსტნეულის წვენები და სხვა.

 

აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში თხილის ექსპორტის ღირებულება 60 მლნ აშშ დოლარია და 4.5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რაც აგროსურსათის ექსპორტის მაღალი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზია.

 

2015 წლის 5 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს იტალია (23 მლნ აშშ დოლარი) და გერმანია (19.4მლნ აშშ დოლარი) წარმოადგენენ. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით იტალიაში ექსპორტი 8-ჯერ გაიზარდა, ხოლო გერმანიაში – 2.6-ჯერ. აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი თხილის ექსპორტითაა გამოწვეული.

 

მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი 37%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი