ახალი ამბები

სახალხო დამცველი სექსისტურ რეკლამებზე სანქციებს ითხოვს

2 ივნისი, 2015 • • 916
სახალხო დამცველი სექსისტურ რეკლამებზე სანქციებს ითხოვს

საქხალხო დამცველის აპარატი ამ საკითხზე სპაციულურ განცახდებას ავრცელებს.


სახალხო დამცველის წინადადება ტელემაუწყებლობაში დამკვიდრებული სექსისტური რეკლამების თაობაზე ითვალისწინებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში სექსისტური რეკლამის დეფინიციის განსაზღვრასა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი სანქცირების სისტემის შემოღებას. წინადადებას ამყარებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.

 

“ევროსაბჭო უკანასკნელი წლებია ამ საკითხითაა დაინტერესებული. ნეგატიური სტერეოტიპების დასამსხვრევად და გენდერული თანასწორობის გაზრდის მიზნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2010 წლის 1751 რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფოებს კანონმდებლობაში შეიტანონ დისპოზიციები, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე რეზოლუციის თანახმად, მედიაში გამოყენებული სექსისტური სტერეოტიპების გავლენა საზოგადოებრივ და განსაკუთრებით ახალგაზრდების აზრის ფორმირებაზე არის სავალალო, ეს სტერეოტიპები უკვდავყოფენ ქალისა და კაცის მარტივ, უცვლელ, კარიკატურულ იმიჯს, ამართლებენ ყოველდღიურ სექსიზმს და დისკრიმინაციულ პრაქტიკას და შეუძლიათ გააადვილონ ან გაამართლონ გენდერული ნიშნით ძალადობა” – ნათქვამია განცხადებაში. 


სახალხო დამცველის მიერ მომზადებული წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება სექსისტური რეკლამების აკრძალვა ტელემაუწყებლობაში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფისა და პრაქტიკაში მათი აღსრულების ხელშესაწყობად – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი