ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებაში მეორე დღეა მცირედით მყარდება

5 მაისი, 2015 • • 1151
ლარი დოლართან მიმართებაში მეორე დღეა მცირედით მყარდება

გუშინ დადგენილი კურსით აშშ დოლართან ლარი 2.3221 ნიშნულზე იყო, ის 0.0082 პუნქტთ გამყარდა წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით.

 

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.34 ლარი ღირს. კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 234 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი