ახალი ამბები

მამედოვის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიცია ზეწოლას ახდენს

13 აპრილი, 2015 • • 2078
მამედოვის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიცია ზეწოლას ახდენს

“შეცვალა ჩვენება, პროკუატურისგან იყო ნათქვამი, რომ თუ არ აღაირებდა დანაშაულს, მას დააპატიმრებდნენ. გამოძიების საწყისი ეტაპიდან ის არ აღიარებდა დანაშაულს და მიუთითებდა, რომ ნარკოტიკი მას ჩაუდეს და ასევე ასახელებდა იმ პირებს, რომლებიც იყვნენ ამ ფაქტის თვითმხილველები”, – განაცხადა მამედოვის ადვოკატმა ილია ლომიამ.

 

მამედოვის ოჯახმა 3 დღის წინ განაცხადა, რომ სამართალდამცავები მათზე ზეწოლას ახორციელებენ და დაჭერით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიან. ოჯახი აცხადებდა, რომ მამედოვს ჯიბეში ნარკოტიკები ჩაუდეს. თუმცა მოგვიანებით მამედოვმა ბრალი აღიარა, ხოლო პროკუტურამ თოთხმეტწლიანი პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდება მოითხოვა. 

 

ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავარ პროკურატურას სთხოვენ, რომ გამოძიება დაიწყოს და გაარკვიონ, მართლად ჩაუდეს თუ არა მამედოვს ნარკოტიკული საშუალებები. ისინი მიუთითებენ იმასაც, რომ მამედოვის მიერ ბრალის აღიარებამ შეცვალა პროკურატურის დამოკიდებულება საქმის მიმართ.

 

რამინ მამედოვი პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის, მისი მეგობრის, შალვა აბულაძის დაკავებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. შალვა აბულაძის დასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რამინ მამედოვის ადვოკატი ილია ლომია
რამინ მამედოვის ადვოკატი ილია ლომია

მასალების გადაბეჭდვის წესი