ახალი ამბები

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია

10 აპრილი, 2015 • 948
გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდაგანხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

 

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი