ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: ინდივიდუალური გეგმით 4200 მოსწავლე სწავლობს

1 აპრილი, 2015 • • 925
განათლების სამინისტრო: ინდივიდუალური გეგმით 4200 მოსწავლე სწავლობს

შეხვედრა სკოლის დირექტორებთან განათლების სამინისტრომ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართა. შეხვედრის დროს სამინისტროს წარმომადგენლებმა დირექტორებს ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული საკითხები გააცნეს. 

 

“ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე, როდესაც ვსაუბრობთ ინკლუზიურ განათლებაზე, ევროპამ ეს გზა უკვე გაიარა. დღეს საქართველოში უკვე არსებობს პროგრამები, მეთოდოლოგია, არსებობს ფინანსური მზაობა, სპეციალური მასწავლებლების გადამზადების პროგრამები,”- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

 

გიგაურმა ისაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური გეგმების მნიშვნელობაზე.

 

“თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური გეგმა სჭირდება იმისთვის, რომ გამოირციხოს ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთ სკოლაში, ინკლუზიურ კლასში ერთმა მოსწავლემ მეორე დააზიანა. ასეთ შემთხვევაში ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს და სისტემის პრეროგატივაა, ინდივიდუალური გეგმით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა”. 

 

მისივე თქმით, უკვე წელს 4200 მოსწავლის შეფასება მოხდა, რომლებიც ინდივიდუალური გეგმით მუშაობენ და მათ 500-ზე მეტი გადამზადებული სპეციალური მასწავლებელი ემსახურება. 

 

სპეციალური მასწავლებლები, როგორც სამინისტროში განმარტავენ, არის ის დამატებითი რესურსი, ვინც ეხმარება მასწავლებლებს, ისინი კარგად უნდა იცნობდნენ იმ დარღვევებს, რაც შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს, უნდა ეხმარებოდნენ საგნების მასწავლებლებს, რომ შეუდგინონ მოსწავლეს ინდივიდუალური გეგმა.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო სკოლებს, იმ შემთხვევაში, თუ 1-6-მდე სპეციალური საჭიროების მოსწავლე სწავლობს, 4200 ლარს ურიცხავს, 7-13-მდე მოსწავლის შემთხვევაში თანხა ორმაგდება, 14-23 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში – 12 600-ს და 23 სპეციალური საჭიროების მოსწავლის შემთხვევაში 16800 ლარს ურიცხავს. სამინისტროს ცნობით, ეს თანხები სკოლებს შეუძლიათ სკოლების რესურსოთხების მოსაწყობად, ახალი სპეციალური მასწავლებლების ასაყვანად, მათ მოსამზადებლად და სხვა ნებისმიერი აქტივობისთვის გამოიყენონ, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისკენ იქნება მიმართული. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი