ახალი ამბები

უსუფაშვილი თარგამაძის საქმეზე: სადეპუტატო იმუნიტეტი არ ვრცელდება დანაშაულის ჩადენაზე

26 მარტი, 2015 • • 894
უსუფაშვილი თარგამაძის საქმეზე: სადეპუტატო იმუნიტეტი არ ვრცელდება დანაშაულის ჩადენაზე

“მე ვარ პარლამენტის წევრი. თუ ვინმეს ექნება ჩემდამი კითხვა, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, მზად ვარ გავცე პასუხი. მე ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი არ მათავისუფლებს კითხვებზე პასუხის გაცემისგან. ამასობაში, პარლამენტის წევრს აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი ინფორმაციის მიღების და ინფორმაციის წყაროს არგამხელის თაობაზე, მაგრამ ეს იმუნიტეტი არ ვრცელდება დანაშაულის ჩადენაზე. მე თუ თქვენს ოთახში შემოვიჭერი და იქიდან ავიღე ინფორმაცია, მე ჩავიდენ დანაშაულს. მაგრამ, თუ ახლა გავალ, გამომყვებით და ჩუმად ჯიბეში რამეს ჩამიდებთ და ვნახავ ამ ინფორმაციას, მე ამის უფლება მაქვს. თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე, თანამონაწილეობისთვის პარლამენტის წევრს შეიძლება მოეკითხოს პასუხი, თუ ინფორმაციის მიღებასთან გვაქვს საქმე, მაშინ პარლამენტის წევრი თავისუფალია ნებისმიერი ადამიანისგან მიიღოს ინფორმაცია” – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.


“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და პარლამენტის დეპუტატი გივი თარგამაძე 26 მარტს პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული. საქმე ეხება პოლიციის თანამშრომელს, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას, უწყების ცნობით, ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი