ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი მოსკოვისგან საინვესტიციო პროექტებისთვის 9 მილიარდ რუბლს მიიღებს

18 მარტი, 2015 • • 892
ცხინვალი მოსკოვისგან საინვესტიციო პროექტებისთვის 9 მილიარდ რუბლს მიიღებს

“9 მილიარდ რუბლზე მეტი მიმართული იქნება 36 პროექტის რეალიზაციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების, კულტურის, განათლებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა”, – განაცხადა პუტინმა დღეს, 18 მარტს, კრემლში ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრის დროს. მისივე თქმით, ცხინვალში იგეგმება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობაც. 

 

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დროს თქვა, 2008-2014 წლებში რუსეთის დაფინანსებამ სამხრეთ ოსეთში 43 მილიარდი რუბლი შეადგინა. 

 

მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელს დღეს, 18 მარტს კრემლში პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი