ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გაეროში მომხსენებლად აირჩიეს

17 მარტი, 2015 • • 1774
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გაეროში მომხსენებლად აირჩიეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტანტინე ვარძელაშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი 2012 წელს გახდა, ხოლო 2013 წელს კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული. 

 

2015 წლის 16 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ჩატარებული არჩევნების შედეგად პროფესორი ფაბიან სალვიოლი (არგენტინა) კომიტეტის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, ასევე ორი ახალი ვიცე-პრეზიდენტი – პროფესორი ანია ზაიბერტ-ფორ (გერმანია), პროფესორი იუჯი იოსავა (იაპონია), რომლებიც ასევე ბიუროს წევრები იქნებიან.

 

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მომხსენებლი (Rapporteur) ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელით ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს და წარადგენს მას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ასრულებს სხვა საჯარო ფუნქციებს, რომლებიც წესდებით არის გათვალისწინებული.

 

მომხსენებლი, როგორც ბიუროს წევრი, მონაწილეობს კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, დღის წესრიგის განსაზღვრაში და სხვა.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაკომპლექტებულია 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან.

 

კონსტანტინე ვარძელაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი