ახალი ამბები

ანონსი 27 თებერვალი

26 თებერვალი, 2015 • • 1116
ანონსი 27 თებერვალი

10:30 – 22 წლის სტუდენტი მარიამ ბაღდასაროვი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მაჯის ამოვარდნის და არასწორი მკურნალობის გამო მას 2-ჯერ მოუწია ოპერაციის გაკეთება, ამჯერად მესამე ოპერაციას ელოდება, თუმცა, ქირურგები ხელს არ ჰკიდებენ. გოგონამ, საჩივრით რეგულირების სააგენტოსაც მიმართა და იმედი აქვს, რომ მისი საქმის მოკვლევა ობიექტრად მოხდება და დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისრება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონკატქო პირი ეკა გულუა: 599726565

 

11:00 –  “პირველ პრესკლუბში” კომპანია “არემჯი გოლდის” თანამშრომლები ირაკლი პეტრიაშვილისა და თამაზ დოლაბერიძის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას უპასუხებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:00- ჯანდაცვის სამინისტროს რეგილირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ხუციშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: ექიმების გადაცდომები; საჩივრები და ლიცენზიების ჩამორთმევის თუ შეჩერების მაჩვენებელი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

11.00 –  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მერიაში კონკურსის შედეგად  ჩაჭრილი ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა.

 

11:30- საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

11:30 -“პირველ პრესკლუბში” ადვოკატები დიმიტრი გაბუნია და ბექა ბადრიშვილი, შპს “ვარკეთილი 96”-ის დაზარალებულ მხარესთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ვინ მფარველობს შპს “ვარკეთილი 96”-ის დამნაშავე დირექტორებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:30-  “პირველ პრესკლუბში” ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო და დათო გვასალიების დედა ლალი ცინცაძე, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გარდაცვლილი შვილების სახელით საჯარო ბიბლიოთეკაში დაგეგმილი საქველმოქმედო აქცია, გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00 –  “პირველ პრესკლუბში” არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: აქცია “შემოულაწუნე” გრძელდება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

15:00- „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ.

 

15:00 – „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები ხაშურის თეატრის შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ. მისამართი: რუსთაველის ქუჩა,  II შესახვევი, N6 საკონტაქტო პირი: 555 557 552 – ლიკა ჯურხაძე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი