ახალი ამბები

თბილისის მერია: თანამდებობიდან 445 თანამშრომელი გათავისუფლდა

17 თებერვალი, 2015 • 1132
თბილისის მერია: თანამდებობიდან 445 თანამშრომელი გათავისუფლდა

მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიის მოხელეთა კონკურსი დასრულდა, რის შედეგადაც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი ვაკანტური დარჩა. ვაკანტური ადგილების  40% ახალი კადრებით დაკომპლექტდა. მერიაში კონკურსი სულ 1033 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. 

 

მერიის განცხადებით, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე – გასაუბრება.

 

ამავე განცხადების თანახმად, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით მედულაშვილი დროებით მოვალეობის შემსრულებელი იყო და ვადის გასვლის გამო დაკავებული თანამდებობიდან 16 თებერვალს გათავისუფლდა. ამავე სამსახურის ინსპექტირების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი, თამაზ ცერცვაძე კი არ გამოცხადდა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რის გამოც ვაკანტურ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნისთანავე სამსახურიდან გათავისუფლდება.

 

განცხადებაში ნათქვანია, რომ მერია არ არის კომპეტენტური გასცეს პასუხი, აქვს თუ არა რომელიმე მათგანს შეხება ჯოკია ბოდოკიას საქმესთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი