ახალი ამბები

თამარ ქალდანი ჟვანიას საქმის დისკუსიის მონაწილეებს მეტი პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდებს

11 თებერვალი, 2015 • • 999
თამარ ქალდანი ჟვანიას საქმის დისკუსიის მონაწილეებს მეტი პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდებს

“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა მიმართ (როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა) მოქმედებს დაცვის მაღალი სტანდარტი. მიუხედავად ექსპრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესისა, დისკუსიაში ჩართულ ყველა მხარეს ვთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების ან სენსიტიურ ინფორმაციაზე პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მითითების დროს და პატივი სცენ როგორც გარდაცვლილი პირების, ისე – მათი ოჯახის წევრების ღირსებას”, – ნათქვამია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

 

ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი