ახალი ამბები

მარგიშვილი: კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადება ძნელია

12 დეკემბერი, 2014 • 1278
მარგიშვილი: კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადება ძნელია

“თბილისობაზე, ისევე როგორც ბევრ კულტურული ღონისძიებებით დატვირთულ თემატიკაზე, საკმაოდ ძნელი არის ტენდერის გამოცხადება. წარმოიდგინეთ, ტენდერი გულისხმობს ყველაზე იაფი ფასის მომწოდებლის დაქირავებას. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მომღერლებზე, შემსრულებლებზე, მხატვრულ კონტენტზე როცა ვსაუბრობთ, საკმაოდ რთული არის ხოლმე დაამთხვიო, რომ ვინც ყველაზე დაბალ ფასს გაძლევს, ამავე დროს ის შექმნის ისეთ განწყობას და ისეთ მხატვრულ ღირებულებას, რომელიც მომხმარებელს ჭირდება,”– განაცხადა თბილისის მერის პირველმა მოადგილემ


მარგიშვილი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, კეთდება განკარგულება გამარტივებული შესყიდვის შესახებ, რაც შემსყიდველ ორგანიზაციას ტენდერის აუცილებლობისგან ათავისუფლებს.


 “ახალ წელთან დაკავშირებითაც იქნება მსგავსი სიტუაცია. ჩვენ არ გამოვაცხადებთ ტენდერს, ალეკო მარგიშვილმა იმღეროს თუ ლელა წურწუმიამ, იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ალეკო მარგიშვილი უფრო იაფ ფასს მისცემს და ძალაინ ცუდ სიმღერას შეასრულებს. ვინც ყველაზე  იაფს სთავაზობს ასეთ პროექტებზე, ის არ ნიშნავს, რომ საუკეთესო გამოსავალია,”– განაცხადა მარგიშვილმა


“თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში გამართული ღონისძიებებისთვის განხორციელებულ პირდაპირ შესყიდვებზე  რეპორტაჟი ონლაინ-ტელეკომპანია “ფრეშნიუსმა” მოამზადა, რომლის მიხედვითაც, სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა ცოლის ახლობელთან, ინდმეწარმე გივი რაზმაძესთან ხელშეკრულება ტენდერის გამოცხადების გარეშე გააფორმა.


ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, რომ არ დარჩენილიყო უპასუხო კითხვები და ბრალდებები, მერიამ შესყიდვების მასალის შესწავლისთვის პროკურატურას მიმართა.

 
პროკურატურის ცნობით, გამოძიება მერიაში 332–ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 182–ე მუხლის მეორე ნაწილით (მითვისება ან გაფლანგვა) მიმდინარეობს.

 

ალექსანდრე მარგიშვილი
ალექსანდრე მარგიშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი