ახალი ამბები

საგანელიძე: ვეტო პრეზიდენტს ინიციატივის უფლებას აძლევს, რაც კორექტირებას საჭიროებს

29 ნოემბერი, 2014 • • 1078
საგანელიძე: ვეტო პრეზიდენტს ინიციატივის უფლებას აძლევს, რაც კორექტირებას საჭიროებს

“დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს, წესით, არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივების უფლება, ამავე დროს კაზუსია ის, რომ პრეზიდენტი ამ უფლებას ფლობს ვეტოს სახით, რადგან დაადებს ნებისმიერ კანონს ვეტოს და აბსოლუტურად განსხვავებული საკანონმდებლო ინიციატივით შემოდის, აქ ჩვენ აუცილებლად  დაგვჭირდება გარკვეული კორექტირების შეტანა”,- განაცხადა საგანელიძემ “იმედთან” საუბრისას.

 

საქართველოს პრეზიდენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონებს ვეტო დაადო. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი