საზოგადოება

კატო მიქელაძის სახელობის პრემია მარინა თაბუკაშვილს გადაეცა

29 ნოემბერი, 2014 • • 1881
კატო მიქელაძის სახელობის პრემია მარინა თაბუკაშვილს გადაეცა

მარინა თაბუკაშვილი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ქალთა მოძრაობაში, ფონდ “ტასოს” შექმნამდე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ქალთა ეროვნულ პროგრამას.

 

“ქალთა ფონდმა საქართველოში” 2013 წელს დააარსა პრემია ქალთა უფლებადამცველებისათვის და აღნიშნული ინიციატივით ეს დღე დაუკავშირდა მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის სახელს, რომელმაც განათლება ევროპაში მიიღო და შემდგომ მთელი თავისი ცხოვრება იღწვოდა, რათა გაეღვიძებინა ქალებში ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის სურვილი.

 

კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი 2013 წელს გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დამფუძნებელი.

 

კატო მიქელაძის პრემიის საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს. პრემიის მხარდამჭერები არიან ნიდერლანდების სამეფოს საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ჯილდო გაიცემა ყოველის წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

 

კატო მიქელაძის სახელობის პრემია მარინა თაბუკაშვილს გადაეცა, 2014 წელი
კატო მიქელაძის სახელობის პრემია მარინა თაბუკაშვილს გადაეცა, 2014 წელი


მასალების გადაბეჭდვის წესი