ახალი ამბები

ბერუჩაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს აფხაზეთთან დაკავშირებით შეხვდა

24 ნოემბერი, 2014 • • 1030
ბერუჩაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს აფხაზეთთან დაკავშირებით შეხვდა

საქართველოს საგარეო მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა დიპლომატებს გააცნეს საქართველოს პოზიცია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმების შესახებ, აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ოფიციალური ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ საფრთხეებზე, რასაც აღნიშნული ხელშეკრულება უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ ზოგადად ევროპულ უსაფრთხოებას.

 

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა  საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. 

 

დიპლომატებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ქმედებების წინააღდეგ საერთაშორისო ასპარეზზე  განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი