ახალი ამბები

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

14 ნოემბერი, 2014 • • 1438
კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ბენდუქიძე ლონდონში გარდაიცვალა. კახა ბენდუქიძე 58 წლის იყო.


კახა ბენდუქიძე
კახა ბენდუქიძე


ბიზნესმენი და პოლიტიკოსი კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 1980 წელს – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ასპირანტურა. 1985 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიას.

 

1988 წელს დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. შექმნა კავშირი „ბიოპროცესი“. 1996 წელს შექმნა კომპანია, რომელიც მძიმე მანქანათმშენებლობის სექტორში საქმიანობდა. კახა ბენდუქიძე ამავდროულად იყო რუსეთის ფედერაციის მეწარმეთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტი. მან კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2004 წელს დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

 

2004 წლის ივნისიში გახდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკის მინისტრი. კახა ბენდუქიძე 2004 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. ბენდუქიძე 2004–2009 წლებში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ავტორი და განმახორციელებელია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მან მთავრობის კანცელარიაში რეფორმების კოორდინაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მის გუნდს ეკუთვნის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეგულაციებისაგან თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება. 2008 წლის 30 ინვრიდან 2009 წლის 7 თებერვლამდე ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიას ხელმძღვანელობდა. მან დააფუძნა “თავისუფალი უნივერსიტეტი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი