ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

11 ნოემბერი, 2014 • • 1681
საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრის ვინაობა და განაცხადა, რომ ამ პოსტზე თავის კანდიდატურას უახლოეს დღეებში დაასახელებს.


“ქალბატონმა თამარმა ზუსტად იცის, თუ რა ამოცანების და გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ შეიძლეა ეფექტიანად განვაგრძოთ ის კურსი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ევროპული არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენი ურყევი ნებაა და მე დარწმუნები ვარ, რომ ქალბატონი თამარი თავის წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვლმა ბერუჩაშვილის წარდგენისას.


თავის მხრივ, ბერუჩაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მაია ფანჯიკიძე, ხოლო ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ალექსი პეტრიაშვილმა მას შემდეგ დატოვეს, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია დაითხოვა მოადგილეებთან ერთად.

 

ალასანიას ნაცვლად თავდაცვის მინისტრად პრემიერმა მინდია ჯანელიძე დანიშნა, რომელიც ამ დრომდე მოადგილეების გარეშე მუშაობს. 

 

 

თამარ ბერუჩაშვილი დაიბადა 1961 წლის 9 აპრილს ქ.თბილისში.

 

განათლება

 

1978-1985  წწ. მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი – მოსკოვი. ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენა) კვალიფიკაცია – ქიმიკოსი – მკვლევარი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, თარჯიმანი.


 

1996-1998 წწ. ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ. საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტი. 1998 წ. საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (MPA).


 

2002-2006 წწ.   ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტზე, ასპირანტურა. კვალიფიკაცია – ეკონომიკის დოქტორი.

2002-2006 წწ. კარლტონის უნივერსიტეტი – ოტავა, კანადა. პროფესიონალური ტრენინგი – კომერციული დიპლომატია. 

1992-1993 წწ. ლიმერიკის უნივერსიტეტი – ლიმერიკი, ირლანდია. პროფესიონალური ტრენინგი – ევროპათმცოდნეობა და ინგლისური ენა.

1991-1992 წწ. იუნესკოს საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრი – თბილისი, საქართველო. პროფესიონალური ტრენინგი – მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები.

 

შრომითი გამოცდილება:


 

1986 -1990 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. მეცნიერ-თანამშრომელი.


 

1990-1992 წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი. მთავარი სპეციალისტი.


 

1992-1994  წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტი, ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს ადმინისტრატორი.

1994-1996 წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო, ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.


 

05/1997-08/1997 წწ. დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისი – ვაშინგტონი, აშშ. ანალიტიკოსი. 

06/1998-08/1998  წწ.  საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო. მინისტრის მოადგილე. 


 

1998-2000 წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო.  ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

05/2000-12/2003 წწ.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილე.


 

12/2003-02/2004 წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 


 

02/2004-12/2004 წწ. ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.


 

12/2004-12/2010 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.


 

01/2011-11/2012 წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვიცე პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი.


 

11/2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ.


 

2013 წლის  1 აპრილიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

სამეცნიერო/აკადემიური გამოცდილება

24/01/2011 წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასოცირებული პროფესორი – პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი.

2010 წლის გაზაფხულის სემესტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო კურსი – ევროპული სამეზობლო პოლიტიკა. 

2006-2009 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
პროფესორი, სამაგისტრო კურსი – საერთაშორისო ვაჭრობა და განვითარება.

2007-2010 წწ. ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო კურსი – ევროპული სამეზობლო პოლიტიკა. 

04/2007-03/2008 წწ. გრენობლის უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ცენტრი, გრენობლი, საფრანგეთი. მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო ლექციების კურსი – ევროკავშირის დახმარების პოლიტიკა: საქართველოს გამოცდილება. 

2000-2009 წწ. ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  მოწვეული პროფესორი, სამაგისტრო კურსი – კომერციული დიპლომატია და საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკა. 

2006 წელს დაიცვა  დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის წოდება.

 


2000 წლიდან ეწევა  პედაგოგიურ საქმიანობას. ამჟამად არის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 


2000 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

 

მიღებული აქვს ჯილდოები:  03/2006 – „ღია საზოგადოების” ფონდის გრანტი ევროპული პრიორიტეტების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევებისთვის; 06/2002 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო ე. მასკის პროგრამის “Freedom Support Act” სტიპენდიისთვის – საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში განსაკუთრებული ლიდერობისთვის; 04/2000 – საქართველოს პრეზიდენტის მადლობა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებაში გაწეული წვლილისთვის; 05/1996 – აშშ-ის მთავრობის ე. მასკის პროგრამის “Freedom Support Act” სტიპენდია.

 

არის  საჯარო ადმინისტრირების ამერიკული საზოგადოების წევრი; საქართველოს საინფორმაციო საზოგადოების წევრი; საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის გამგეობის წევრი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეტა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრი; ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის გამგეობის წევრი; ინდიანას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრი; საქართველოს ე. მასკის პროგრამის სტიპენდიანტთა ასოციაციის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები: 


თამარ ბერუჩაშვილი, ემირ ეთერია, „ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები და პრიორიტეტები”, „საქართველოს ეკონომიკა” (სამეცნიერო – ანალიტიკური ჟრნალი), 2009 (9), გვ.30, თბილისი, საქართველო.

თამარ ბერუჩაშვილი, „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა: არსი, მიზნები, გამოწვევები”, 2009, სასწავლო მასალა, (გამოიცა ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში)

თამარ ბერუჩაშვილი, „ვაჭრობა და ეკონომიკური ზრდა (თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)”, „საქართველოს ეკონომიკა” (სამეცნიერო – ანალიტიკური ჟურნალი), 2006 (3), თბილისი, საქართველო.

თამარ ბერუჩაშვილი, „საქართველო – ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებში: შესაძლებლობები და გამოწვევები ევროკავშირის გაფართოების შემდეგ”, ეკონომიკა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა), 2004 (4), თბილისი, საქართველო. 

T. Beruchashvili, “European Neighbourhood Policy and Georgia” – GET Publication, 2004 (3), GEPLAC, Tbilisi, Georgia.

T. Beruchashvili, “Georgia at edge of the WTO 5th  Ministerial conference”, Georgian Economic Trends, GET Publication, 2003, No 3, Tbilisi, Georgia.

T. Beruchashvili, Georgia and WTO (Updated Georgian version), Publication of the Ministry of Foreign Affairs, February, Tbilisi, Georgia, 2003.

T. Beruchashvili, L.Lomidze, “Georgia at the WTO 4th Ministerial conference in Doha, Qatar”, Georgian Economic Trends, 2001, No 3.

T. Beruchashvili, “Accession to the WTO: Issues and recommendations for Central Asian and Caucasian economies in translation – The case of Georgia”, UN Economic and Social Commission for Asia and the Pacific, United Nations, New York, 2001.

 

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი.


თამარ ბერუჩაშვილი/სააგენტო პირველის ფოტო
თამარ ბერუჩაშვილი/სააგენტო პირველის ფოტო


მასალების გადაბეჭდვის წესი