ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი: სომხეთმა ერთ ღამეში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17-ჯერ დაარღვია

31 ოქტომბერი, 2014 • • 1109
აზერბაიჯანი: სომხეთმა ერთ ღამეში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17-ჯერ დაარღვია

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის პოზიციების მიმართ ცეცხლი რამდენიმე რაიონიდან იყო გახნილი, რაც აზერბაიჯანის საპასუხო გასროლით იყო შეჩერებული. 

 

ამის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არც სომხეთის და არც მთიანი ყარაბაღის მიერ არ გაკეთებულა. თუმცა, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 19-დან 25 ოქტომბრამდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 300-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყარაბაღის კონლიქტის ზონაში. 


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი