ეკონომიკა

ენმ: გადაზიდვები ღარიბაშვილის და თამაზაშვილის კორუფციულ სქემაში მოექცა

30 ოქტომბერი, 2014 • • 2532
ენმ: გადაზიდვები ღარიბაშვილის და თამაზაშვილის კორუფციულ სქემაში მოექცა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ საკითხზე სპეციალურ განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ “საქართველოს ფოსტა” ბაზარზე მონოპოლისტია და ბაზარზე საქმინობის უფლებას მხოლოდ იმ  კომპანიებს აძლევს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან არის დაკავშირებული: 


“გამოვლინდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი მსხვილი კორუფციული სქემა. კლანმა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია ტვირთების გადაზიდვის სფერო. 

 

2014 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ თავისი დადგენილებით#40 „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებით ღონისძიებების შესახებ“ შპს „საქარეთველოს ფოსტას“ გადასცა საქართველოში სახმელეთო და საზღვაო გზით შემომავალი ამანათის ქვეყანაში შემოტანა და ქვეყნის შიგნით მისი გადაადგილების უზრუნველყოფის მონოპოლია.  გადამზიდველების პროტესტისა და ამ დადგენილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ მთავრობამ დადგენილების მოქმედება დროებით შეაჩერა, თუმცა პარალელურად დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ფოსტას იმავე უფლებებს კანონის ძალით მისცემს და რომელსაც პარლამენტი სავარაუდოთ უახლოეს მომავალში მიიღებს. სწორედ ამ კანონპროექტს აპროტესტებდნენ დღეს გადამზიდველები. 

 

მთავრობის ამ გადაწყვეტილებით „საქართველოს ფოსტა“ მონოპოლიას იღებს სფეროზე, რომლის ბრუნვაც თვეში, სპეციალისტთა გათვლებით, 190 მილიონი ლარია. თავისი მონოპოლიური უფლების დელეგირებას რამოდენიმე ქვეკონტრაქტორის მეშვეობით აპირებს, რომელთა შორისაა შპს „ტოპ ტრანს სერვისი“ 


კომპანია დაფუძნდა 2005 წლის 14 ივლისს ირაკლი წელაურის(დაბადებული 12.11.1985; რეგისტრირებული საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდი დიღომის დასახლება, IV მიკრო/რაიონი, კორპუსი 25, ბინა 35;) და გიორგი ენუქიძის (08.12.1977; საქართველო, ქალაქი თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, N 66, ბინა 21;) მიერ. ლევან გაჩეჩილაძის კუთვნილ კომპანია „ჯივიეს“- მენეჯერ გიორგი წელაურს ეკუთვნოდა 66%, ხოლო ფირმის დირექტორ გიორგი ენუქიძეს- 34%.  

 

2009 წლის 6 ოქტომბერს გიორგი ენუქიძემ უსასყიდლოდ დაუთმო თავისი წილი თამაზ თამაზ თამაზაშვილის დისშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ თავჯდომარეს და ამჟამად პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივან ზვიად ჯანყარაშვილს (14.01.1977; სიღნაღი ქ. წნორი ვ.მოსულიშვილის ქ. N 14;) და მხოლოდ დირექტორის თანამდებობაზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ენუქიძის მეუღლე მეგი მათიაშვილი თამაზ თამაზაშვილის შვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის ახლო მეგობარია (იხილე აშშ-ში პრემიერის ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოსურათი). ასევე აღსანიშნავია, რომ მხარეების წარმომადგენელი პირი იყო  თამაზ თამაზაშვილის ვაჟი, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ალექსანდრე თამაზაშილი (04.03.1985; თელავი ე.თაყაიშვილის ქ. N 1).  

 

2009 -2011 წლებში ზვიად ჯანყარაშვილმა და გიორგი ენუქიძემ რამოდენიმეჯერ გაცვალეს წილები და ყველა შემთხვევაში გადაცემა ან უსასყიდლოდ, ან ნორმინალური ღირებულებით ხდებოდა.

 

2012 წლის 10 მარტს კომპანიაში კიდევ ერთხელ მოხდა ცვლილება -გიორგი წელაურმა თავისი წილი დაუთმო ჯანყარაშვილის თანასოფლელს თემურ გოზალიშვილს (11.12.1974; სიღნაღი ქ. წნორი თბილისის ქ. N 7;), ზვიად ჯანყარაშვილმა კი ისევ უკან დაუთმო წილი გიორგი ენუქიძეს. ამ შემთხვევაშიც განმცხადებელი ალექსანდრე თამაზაშვილი იყო. 

 

როგორც ვხედავთ, დღესდღეობით კომპანია მთლიანად კონტროლდება ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანის მიერ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ტოპ ტრანს სერვისი“ წლების განმავლობაში იყო „ქართუ ჯგუფის“ ოფიციალური გადამზიდავი.


“ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირების ჯიბეში მიდის” – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.  

 

30 ოქტომბერს საერთაშორისო საფოსტო გზავნილების კომპანიებმა  DHL -მა და TNT-იმ გამაფრთხილებელი აქციის ფარგლებში ერთი დღით შეაჩერეს მუშაობა. ამ აქციით მათ გააპროტესტეს საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც საფოსტო სფეროში სახელმწიფო რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს. 


TNT –ის ხელმძღვანელმა ნინო მენთეშაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ევროკომისიამ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გადაუგზავნა, რომელიც უწყებამ არ გაითვალისწინა. 

გადამზიდავების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან  1.05.2014
გადამზიდავების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან 1.05.2014


გადამზიდავების ერთდღიან გაფიცვას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა:


“ჩემთვის ცოტა უცნაურია გაფიცვის ფორმა, ვინაიდან ამ საკითხზე მუშაობა არ დაგვისრულებია. ვესაუბრე დღეს კომპანიების წარმომადგენლებს და მომავალი კვირის დასაწყისისთვის დავნიშნეთ შეხვედრა. მათ პირადად მე შევხვდები და გვექნება მუხლობრივი განხილვა კანონის. მე ვფიქრობ, ამის შემდეგ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს კერძო სექტორის ინტერესებს. ვფიქრობ, დღეს გაფიცვა არ იყო მიზანშეწონილი, ვინაიდან კანონპროექტზე ჯერ არ არის დასრულებული მუშაობა. ჯერ ჩამოყალიბებული არ არის საბოლოო ვერსია”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა  “ფოსტის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც გადამზიდავების და ექსპეტრების შეფასებით, ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს. 

 

“საერთაშორისო განჭვირვალობა საქართველოს” მთავარი ანალიტიკოსის, ნათია  კუტივაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კანონპროექტი “საფოსტო კავშირის შესახებ” დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ  ახალი კანონპროექტი  “საქართველოს ფოსტის” მიერ ბაზრის მონოპოლიას უზრუნველყოფს:

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი პირის ავტორიზაციას მოახდენს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი (მუხლი 38.2).  კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს (მუხლი 54.2), რომ სწორედ „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება 20 წლის ვადით ხდება(მუხლი 44.1), ამ პრაქტიკის მსგავსი ანალოგი კი საერთაშორისო პრაქტიკაში არ იძებნება.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამინისტრო ან უგრძელებს ამ სტატუსს არსებულ ოპერატორს, ან ახალ ოპერატორს შეარჩევს.


 


მასალების გადაბეჭდვის წესი