ახალი ამბები

მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის საკითხების შინაარსი და ფორმა იცვლება

26 ოქტომბერი, 2014 • • 2310
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის საკითხების შინაარსი და ფორმა იცვლება

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ახალ ელექტრონულ ბილეთებს დაემატება სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები. ბილეთებში გამოყენებული იქნება საქართველოს ავტომაგისტრალებისა და ქუჩების ფოტო და ვიდეომასალა. ბილეთების მექანიკურად დამახსოვრების გამოსარიცხად მოხდება ტესტის სავარაუდო პასუხების ნუმერაციის გადაადგილება.

 

მომსახურების სააგენტოს ინფრმაციით, ცვლილება მხოლოდ თეორიული გამოცდის შინაარს შეეხება და გამოცდის ჩაბარების პროცედურა, ფასი და  პრაქტიკული ნაწილი უცვლელი დარჩება.  

 

„ის ბილეთები, რომლითაც დღეს ტარდება გამოცდა, შედგენილია 2003 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან 2013 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ახალი კანონი, ჩვენ ვალდებულები ვიყავით ახალი ბილეთები შემოგვეტანა“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა. 


ახალი ტესტები, რომლის მიხედვითაც მართვის მოწმიბის ასაღები გამოცდა უნდა ჩატარდეს, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე რამდენიმე დღეში აიტვირთება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი