ახალი ამბები

კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

13 ოქტომბერი, 2014 • • 1281
კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის 7 ოქტომბრიდან”.
 
კახა კახიშვილის სასჯელაღსრულების მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გურიანიუსმა გაავრცელა 6 ოქტომბერს, ხოლო ჟურნალ “გზის” ინფორმაციით, მღებრიშვილი მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. მინისტრ გიორგი მღებრიშვილს აქამდე არსებული მდგომარეობით მხოლოდ ორი მოადგილე ჰყავდა.
 
სასჯელაღსრულების სამინისტრომ პრესით გავრცელებული ინფორმაცია იურისტ კახა კახიშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ 7 ოქტომბერს  “ნეტგაზეთთან”საუბრისას უარყო.
 
კახა კახიშვილს სამინისტროში დღეს, 13 ოქტომბერს 17:00 საათზე წარადგენენ.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი