ახალი ამბები

თურქეთის განათლების სამინისტრომ სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა

26 სექტემბერი, 2014 • 4184
თურქეთის განათლების სამინისტრომ სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა

 

„აღნიშნული პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის („კავკასიის ქარი“) ავტორს, ბატონ ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს, ქალბატონ ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში ქალბატონ ქევსერ რუჰთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

 

საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო დიდ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას“ – ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი