ახალი ამბები

ევროკავშირის პარტნიორობის ახალი პრიორიტეტები სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოში

8 სექტემბერი, 2014 • • 831
ევროკავშირის პარტნიორობის ახალი პრიორიტეტები სამხრეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოში

პაკეტი მოიცავს საპროგრამო დოკუმენტებს ალჟირისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისათვის, ბელარუსისთვის, იორდანიისთვის, ლიბანისთვის, მაროკოსა და ტუნისისთვის, ასევე, რეგიონალურ თანამშრომლობას როგორც სამხრეთ, ასევე აღმოსავლეთ სამეზობლოში. ამ ახალი პროგრამების საერთო ბიუჯეტი 5,5 მილიარდ ევროს შეადგენს. პრესრელიზის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 2014 წლის ივნისში უკვე დაამტკიცა საპროგრამო დოკუმენტები საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაში, ივლისში ევროკომისიამ მიიღო პაკეტი ორმხრივი და მრავალხმრივი პროგრამული დოკუმენტებისთვის, რომლითაც ევროკავშირი პარტნიორებს მომდევნო წლების განმავლობაში დაეხმარება. ეს დაფინანსება განსაზღვრულია ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში.

 

“ჩვენი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან ყოველთვის შედიოდა ევროკავშირის პრიორიტეტებში. ჩვენ ამ ქვეყნებთან ძლიერი კავშირები გაგვაჩნია. ჩვენ მათ დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას აკომპანირებას გავუწევთ”, – განაცხადა კეტრინ ეშტონმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

 

“დახმარების პრიორიტეტები ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო დიალოგის პირობებში ჩამოყალიბდა. დაფინანსება მათ გამოწვევებზე პასუხის გაცემაში დაეხამრებათ, რომლის წინაშეც ეს საზოგადოებები დგანან”, – აღნიშნა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ.

ახალი ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) საერთო ბიუჯეტი 2014-2020 წლებისათვის 15,4 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 16 პარტნიორ ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეცაა განსაზღვრული. ევროკომისიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანი ქვეყნებთან სამეზობლო ურთიერთობების გაძლიერებაა, რაც ბენეფიტებს, ევროკავშირს, ასევე მის პარტნიორებსაც მოუტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი