ახალი ამბები

ეთიკის ქარტია: ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის მიერ მომზადებული მასალა ჰომოფობიურია

19 აგვისტო, 2014 • • 1435
ეთიკის ქარტია: ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის მიერ მომზადებული მასალა ჰომოფობიურია

სტატიას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრს და მის პირად ცხოვრებას ეხება, ქარტიის საბჭო შეგნებულად არ იმეორებს, რადგან ის ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს და საბჭო არ მიიჩნევს საჭიროდ ამ დეტალების ხელახლა ტირაჟირებას საკუთარ განცხადებაში.

 

“მიგვაჩნია, რომ სტატია ერთდროულად არღვევს არაერთ პროფესიულ და ეთიკურ პრინციპს, ის მთლიანად აგებულია ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და პირად მოსაზრებებზე. წინააღმდეგობაში მოდის ქვეყანაში დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაცულ ნორმებთან, არღვევს პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მაშინ, როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, არის ჰომოფობიური და ხელს უწყობს პიროვნების დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სტატიაში არა მხოლოდ რესპონდენტი იყენებს ჰომოფობიურ გამონათქვამებს, არამედ თვითონ ავტორიც”.- ნათქვამია განცხადებაში.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო და ჟურნალისტური სტანდარტის უარმყოფელი მასალის გამოქვეყნებით, ავტორიცა და გამოცემაც ხელს უწყობენ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და ახალისებენ დისკრიმინაციას სექსუალური ნიშნით, რაც მათი განცხადებით, მედიასაშუალებისა და ჟურნალისტის მხრიდან დაუშვებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი