ახალი ამბები

პარლამენტარი კახა ბუცხრიკიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

15 აგვისტო, 2014 • • 1912
პარლამენტარი კახა ბუცხრიკიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

პარლამენტარი პროკრატურაში დღეს, სამ საათზე დაიბარეს. მისი თქმით, საკითხი ნავთლუღის საქმის დეტალებს შეეხება.

 

“გუშინ მომივიდა უწყება, რომ დამატებით ჩემთან დაკაშირებით აქვთ კითხვები. მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. რამდენიმე დღის წინ ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ეტყობა, არ მოეწონათ ჩემი პასუხები. ეს ეხება 2006 წელს, როცა ვმუშაობდი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილედ”, – უთხრა კახა ბუცხრიკიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.

 

კახა ბუცხრიკიძე ამბობს, რომ გამოძიებას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელაღსრულების პირველი დაწესებულებიდან მეშვიდე დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის დროს მათზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა თუ არა. ბუცხრიკიძის თქმით, მსჯავრდებულებზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი