ახალი ამბები

სააკაშვილი: პუტინის და ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია

28 ივლისი, 2014 • • 884
სააკაშვილი: პუტინის და ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია

“მას შემდეგ რაც 2008 წელს რუსეთმა ვერ შეძლო თბილისის აღება და ჩემი მთავრობის დამხობა, პუტინი და მედვედევი საჯაროდ თავს იწყნარებდნენ იმით, რომ მოვა დრო და თავად საქართველო გაასამართლებს სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ხშირად გვიწყობდა არეულობებს მათ შორის პოლიტიკოსების ხელით, ჩვენ არცერთი პოლიტიკოსი ციხეში არ ჩაგვისვამს იმიტომ რომ ჩემთვის ეროვნული თანხმობა იყო უზენაესი ღირებულება და ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად 2007 წელს მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს სრულიად მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება იმ ადამიანებს რომელთაც სრულიად საპირისპიროთი გვიპასუხეს”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში. მსივე თქმით, დღეს რუსეთში მისთვის ბრალის წარდგენის გამო ზეიმია გამოცხადებული

“დღეს მთელი დღე რუსეთში ზეიმი აქვთ გამოცხადებული და ივანიშვილის ამ მითითების შესრულებას ალბათ სათანადოდ დაუფასებენ, ოღონდ მინდა ვთქვა რომ ორივეს, პუტინის და მისი ხელდასხმული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, მსოფლიო პროცესები ისე მიდის, რომ პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ, სულ მალე საქართველო აუცილებლად გასწორდება ბოლომდე წელში და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს”, – აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი