ახალი ამბები

media.ge რუსული და ინგლისურენოვანი ვერსიების გამოქვეყნებას სექტემბრამდე წყვეტს

17 ივლისი, 2014 • • 927
media.ge რუსული და ინგლისურენოვანი ვერსიების გამოქვეყნებას სექტემბრამდე წყვეტს

“ინტერნიუსი-საქართველოს” განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათქვამია, რომ media.ge  გამოაქვეყნებს მხოლოდ მოწოდებულ ინგლისურ ან რუსულენოვან მასალებს. მედიასაშუალება ამ ფორმატით მიმდინარე წლის სექტემბრამდე იმუშავებს. 

 

ვებ-პორტალის ქართულენოვანი ვერსია აგრძელებს მუშაობას. “ინტერნიუსი” მადლობას უხდის ყველას, ვინც დაკავებული იყო ამ საინტერესო პროექტში, მართავდა, ამუშავებდა და  ავითარებდა მას.

 

“ინტერნიუსი-საქართველოს”  პროექტი – სამენოვანი მედია-პორტალი MEDIA.GE – 2005 წლის აგვისტოდან ხორციელდება. ვებ-გვერდი ინფორმაციას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ავრცელებდა. Media.Ge-ს ინტერესის სფეროს მხოლოდ საქართველოს მედია წარმოადგენს. 

 

პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს მედიაპროფესიონალებსა და, მეორე მხრივ, ადგილობრივ/საერთაშორისო მედიაგანვითარებისა და საზოგადოებირივი ორგანიზაციების წარმომამდგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემის დანერგვა.

მედია.გე/media.ge
მედია.გე/media.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი