ახალი ამბები

კიწმარიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

15 ივლისი, 2014 • • 959
კიწმარიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

 

ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, დღეს ყიფშიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ცნობით, მას თავის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე ასევე აღმოჩენილი იქნა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიც.

 

ეროსი კიწმარიშვილი 1964 წელს დაიბადა. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შ.პ.ს. “რუსთავის სადაზღვევო კომპანია. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გაზეთი “რუსთავის ახალი გაზეთი” და მოგვიანებით შ.პ.ს. “გამა+” რომელმაც შექმნა “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”, 1994-2004 წლებში მუშაობდა “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორად. 2004 წელს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. 2007 წელს მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტად. 2007 წლის დეკემბერში იყო სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 2010 წელს იყო “ქართული პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა “მაესტროს” მართვის კომპანიას. 2014 წელს კენჭს იყრიდა რუსთავის მერის პოსტზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი