ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოლოდინი არ გამართლდა: სომხეთში ელექტროენერგია გაძვირდა

1 ივლისი, 2014 • • 1205
მოლოდინი არ გამართლდა: სომხეთში ელექტროენერგია გაძვირდა

ამგვარად, ქვეყნის მოქალაქეებისთვის ელექტროენერგია 9.9%-ით გაიზრდება. თუ აქამდე ადამიანები 1 კვტ.სთ-ზე 38 დრამს (9.3 ცენტი) იხდიდნენ, ახლა ელექტროენერგიის იმავე რაოდენობაზე 41.85 დრამის (10.2 ცენტი) გადახდა მოუწევთ. ღამის ტარიფი (სპეციალური მრიცხველების არსებობის შემთხვევაში) 28-დან 31.85 დრამამდე გაიზრდება.

 

შეგახსენებთ, ბოლოს ელექტროენერგია ერთი წლის წინ გაძვირდა. მაშინ მისმა ფასმა 27%-ით მოიმატა. ფაქტიურად, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სომხეთში ელექტროენერგია 37%-ზე მეტით გაძვირდა.

 

ამასობაში, დილაადრიანადვე  საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების საკითხებში კომისიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ელექტროენერგიაზე ფასის გაზრდას აპროტესტებს. მოგვიანებით საპროტესტო აქციას რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ, შუადღეს პიკეტის მონაწილეთა რაოდენობა ათასამდე გაიზარდა. მათ მოთხოვნას, საპროტესტო აქციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეეშვათ, კომისიამ უარით უპასუხა. ორასამდე ადამიანმა ერევნის ცენტრში, სარიანის ქუჩაზე სავალი გზა გადაკეტა.

 

პოლიციის თანამშრომლები- 23 ივნისისგან განსხვავებით, როდესაც 27 მომიტინგე დააკავეს და განყოფილებებში წაიყვანეს, ცემდნენ და ხელს კრავდნენ ადამიანებს, ჟურნალისტების ჩათვლით- ამჯერად უფრო თავშეკავებული აღმოჩნდნენ. ისინი უბრალოდ ცდილობდნენ სავალ გზაზე მყოფი ხალხი დაეშალათ. თუმცა მცირე შეხლა-შემოხლის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა.

 

ასეა თუ ისე, ხელისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საპროტესტო აქციაზე თუნდაც ხუთი-ექვსი ათასი კაცის გამოსვლის შემთხვევაში, კომისია ვერ გაბედავდა „ხალხის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილების მიღებას.  მათი აზრით, ყოველდღე ქვეყნის ხელისუფლება ისე მოქმედებს, რომ რიგითი მოქალაქეების ცხოვრება აუტანელი ხდება. ხალხს ურჩევნია საკუთარი სახლები გამოკეტოს და ნორმალური ცხოვრება სომხეთის საზღვრებს მიღმა ეძებოს.

 

ფრაქცია “სომხეთის ნაციონალური კონგრესის” მდივანი, არამ მანუკაინი დარწმუნებულია, რომ სომხეთში ელექტროენერგიის გაძვირება, რომელიც თავის მხრივ საქონელსა და მომსახურებას გააძვირებს, ემიგრაციის ახალ ტალღას გამოიწვევს. „თუ სომხეთის ენერგოსისტემას ფული სჭირდება, შეეცადეთ ისე გააკეთოთ, რომ ამ ფულის გადახდა ჩვეულებრივ ადამიანებს არ მოუწიოს,“- განაცხადა მან კომისიის სხდომაზე და ელექტროენერგიაზე ფასის გაზრდის საკითხის განხილვის გადადება ითხოვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები არ დაეთანხმნენ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და პირობა დადეს, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გააგრძელონ.  ხვალ ახალი საპროტესტო აქციები გაიმართება.





მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი