ახალი ამბები

ეროვნული გამოცდები დაიწყო

26 ივნისი, 2014 • • 1173
ეროვნული გამოცდები დაიწყო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8:00 საათზე რეგისტრაცია 8500-მდე აბიტურიენტმა 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაიარა.

 

“საგამოცდო დროის ათვლა დაიწყო ზუსტად ცხრა საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში. დღეს აბიტურინეტები აბარებენ ქართული ენის სავალდებულო გამოცდას. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ოთხ ნაკადად გაგრძელდბა. პირველ ნაკადზე დაახლოებით 8 400 აბიტურიენტს ველით. ოდნავ მოგვიანებით გვეცოდინება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც არ გამოცხადდნენ ან დაიგვიანეს,”- განუცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მედიის წარმომადგენლებს.  

 

წელს არსებულ საგამოცდო ცენტრებს დაემატა თბილისის 117-ე, 161-ე და 133-ე სკოლები. ასევე, ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში იფუნქციონირებს საგამოცდო სექტორები. ხოლო ქუთაისისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან საგამოცდო ცენტრები გადმოტანილია ქუთაისის პირველ და თელავის მე-8 საჯარო სკოლებში.

ცენტრის ინფორმაციითვე, ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმეირი სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად კი ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობს სასწრაფო დახამრების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 36 000 – მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის- 20 000-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის- 4500-მდე სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 12 000-მდე აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი